კონტაქტი

სცენაზე შემოდის თოვლის პაპა მხარზე ნაძვის ხე აქვს გადებული შემოიტანს და დადგამს შუაში.

ცეკვით, სიმღერით,
სიცილ-კისკისით
მომილოცია
ახალი წელი!
მომაქვს ციგები,
მომაქვს გუნდები,
მაჭახელების
ჭახან-ჭახანი!
მაღალი ნაძვის
მწვანედ ღაღანი,
მწვანე ნაძვივით
რწმენა მაღალი,
რომ ამ მიწაზე
აღარ იქნება
წყარო დამშრალი,
ნერგი გამხმარი.
გულს გაგვიხარებს
შრომის სიმღერა,
წარმატებები
ახალ-ახალი
და საქართველო
გახდება მალე
მართლაც ზღაპრული
მხარე ბაღნარი


___გამარჯობა ბავშვებო, გილოცავთ ახალ წელს , დაესწარით მრავლს , გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს , ბევრჯერ გაგეხარებინოთ თქვენი მშობლების გულები!!!
დღეს ჯადოსნური ღამეა და ხომ იცით სასწაულები ხდება!!!!!!
მე თქვენ მოგიყვანეთ კეთილი ანგელოზები ,ხომ გჯერათ სასწაულების?
___კიიიი (ყველა ერთხმად)
 მაშინ შემოფრინდით  კეთილო ანგელოზებო და გაახარეთ ბავშვები
შემოვლენ  კეთილი ანგელოზები
__გამარჯობა ბავშვებო!!! ყველას გილოცავთ ახალ წელს!!! დღეს საოცრებები მოხდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий